გრიგალაშვილი საიუბილეო მატჩი და ზედიზედ მეორე გოლი

0
4

ელგუჯა გრიგალაშვილმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგასი გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. „ნავბახორმა“, რომელსაც ქართველი ნახევარმცველი სეზონის წინ შეუერთდა, შინ „კოკანდს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. 32 წლის გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა. ის 74-ე წუთზე შეცვალეს. მან უზბეკეთი 100 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.
ისევე როგორც მეორე ტურში „სურხონთან“ სტუმრად 2:1 მოგებულ შეხვედრაში „ნავბახორში“ მეორე გოლი თბილისის „დინამოს“ ექსფორვარდმა სერბმა ზორან მარუშიჩმა მიითვალა. „ნავბახორი“ 7 ქულით 14-გუნდიან სუპერლიგაში ლიდერია.
კვიპროსის ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში „დოქსა“ გასვლაზე „ახნასს“ შეხვდა და ქულა აიღო – 0:0. შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „კეშლამ“ „სუმგაითს“ უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქართველმა ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა „კეშლაში“ 2 ტაიმი ითამაშა.