დვალისთვის “ფერენცვაროშიდან” წასვლის დროა

0
3

ლაშა დვალი “ფერენცვაროშის” განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ბუდაპეშტელებმა “მეზიოკიოვეშდს” უმასპინძლეს და 1:0 გაიმარჯვეს. მატჩში ერთადერთი გოლი ნგუენმა გაიტანა. დვალი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (25 მარტი) და ალბანეთთან (29 მარტ) ამხანაგური მატჩებისთვის ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, სათადარიგოთა სკამზეც არ იყო. მან მიმდინარე სეზონში “ფერენცვაროშში” მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა და ალბათ, ფეხბურთელის კარიერისთვის უკეთესია თუ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს შეიცვლის. “ფერენცვაროშის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, მოედანზე როდის დაბრუნდება უცნობია.
“მეზიოკიოვეშდს” ისევ ვერ დაეხმარა მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. მოქმედი ჩემპიონი “ფერენცვაროში” 52 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო “მეზიოკიოვეშდი” 28 ქულით – მეათეა.