„დილამ“ შინ ზედიზედ მეორე თამაში შემოატრიალა

0
6

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შინ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ბათუმის „დინამოსთან“ დაპირისპირების მსგავსად, „სიონთანაც“ აგებდა, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღო.
მატჩი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ „სიონის“ ნიგერიელმა მარცხენა მცველმა რაფაელ ჩუკვურამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და ბოლნისელთა კაპიტანმა ვარლამ კილასონიამ ვარდნაში ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ თომა ტაბატაძე გორელთა მეკარესთან პირისპირ გადიოდა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთს რევაზ ჩიტეიშვილმა დააფარა, რომელიც მეტოქეს ფეხდაფეხ მისდევდა და საბოლოოდ, ანგარიში უცვლელი დარჩა. 39-ე წუთზე ალეფ სანტოსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში „სიონს“ ანგარიშის გახსნის რეალის შანსსი კიდევ ერთხელ ჰქონდა, როდესაც დავით ზურაბიანი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრდა და პასი კარის წინ მდგომა ლუკა ხორხელს მისცა, რომლის დარტყმული ბურთი დემეტრე ბულესკერიამ მოიგერია. ამ ეპიზოდში ხორხელს უკეთესად გარჯა მართებდა.
68-ე წუთზე „სიონმა“ კუთხური გაითამაშა და ჩუკვურამ მარცხენა ფრთიდან გორელთა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ლაშა უგრეხელიძემ ერთი შეხებით შორეულ „ცხრიანში“ ეფექტური ბურთი გაიტანა.
გოლის გაშვების მიუხედავად „დილას“ ფეხბურთელებმა საკუთარ თავში მატჩის ბედის შეცვლის ძალა იპოვეს. 73-ე წუთზე, პაატა ღუდუშაურმა, რომელიც „დილას“ რიგებში ყოველთვის ერთ-ერთი აქტიური კონტრშეტევა წამოიწყო და მეტოქის საჯარიმო ბურთი გიორგი ლომიძესთან გაითამაშა, რის შემდეგ, კარში დაარტყა, თუმცა საბოლოოდ პასი თამაზ მაქაცარიას მისამართით გამიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
84-ე წუთზე მასპინძლებმა მარჯვენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდეს და ნიკა გაგნიძის თავურის შემდეგ ლევან ისიანმა ბურთი მოიგერია, მაგრამ მალელმა ჰაჯი დრამემ, რომელიც შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა ორიოდე მეტრიდან პირველი შეხებით გაიტანა – 2:1. “სიონს” მეორე გოლის გაშვების შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მალე შეეძლო, მაგრამ ახლოდან ტაბატაძის დარტყმა სუსტი აღმოჩნდა და “დილას” მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
“დილა” 9 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ბათუმის “დინამოს” ქულით ჩამორჩება, მაგრამ უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს. უჩა სოსიაშვილს დამოძღვრილ “სიონს” ქულა აქვს და ბოლოსწინაა.