17 წლამდელები შოტლანდიაში ელიტ რაუნდში სათამაშოდ მიემგზავრებიან

0
5

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 21 მარტს შოტლანდიაში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებს ჩაატარებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი 23, 26 და 29 მარტს – გერმანიას, ჩეხეთს და ელიტ რაუნდის მასპინძელ – შოტლანდიას დაუპირისპირდება.
17-წლამდელებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები უნგრეთში ითამაშეს და ჯგუფში მოპოვებული მეორე ადგილით ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვეს. 2022 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, ისრაელი 16 მაისიდან, 1 ივნისამდე უმასპინძლებს.
 ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17: დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა – ალექსანდრე იაშვილმა, 17-წლამდე ნაკრების წევრებს – გაბრიელ სიგუას (ოქრო), გიორგი ტაბატაძეს (ვერცხლი) და სოსო კოპალიანს (ბრიჯნაო) კუთვნილი მედლები გადასცა.
ალექნსადრე ჩივაძის მედალი, 2017 წლიდან, ყოველწლიურად საქართველოში მოთამაშე 17 და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს გადაეცემათ.

U17 | შემადგენლობა
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (დინამო თბილისი).
მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), გიორგი რობაქიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი).
U17 | მატჩების განრიგი
23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი