მიქელთაძემ ავსტრალიაში გოლების რაოდენობა ცხრამდე გაზარდა

0
12

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში გატანილი გოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. A ლიგის მე-19 ტურში „ნიუკასლ ჯეთსმა“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის „ველინგტონ ფინიქსს“ უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.
მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, ანგარიში კიდევ უფრო გაზრდა, ხოლო 10 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. ის 78-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, 51-ე და 63-ე წუთზე თავი ბუმალმა გამოიჩინა. მასპინძლებიდან ბოლო ბურთი 83-ე წუთზე ბაბალიმ მიითვალა.
„ნიუკასლი“ 18 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეეთა. 24 წლის ფეხბურთელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირ მაკლარენს 3 ბურთით ჩამორჩება.