ლორია „ანორთოსისში“ 2024 წლამდე დარჩება

0
8

გიორგი ლორიამ „ანორთოსისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. კვიპროსული კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და ფამაგუსტელთა რიგებში 2024 წლამდე ითამაშებს.
ლორია „ანორთოსისში“ 2019-2020 წლების სეზონის წინ ჩაირიცხა და თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსის ჩემპიონატში 78 თამაში ჩაატარა, კვიპროსის თასზე – 8, ხოლო ევროთასებზე – 6.
36 წლის ლორიამ შარშან „ანორთოსისის“ მაისურით კვიპროსის თასი მოიგო.