ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

0
14

უეფას ჩემპიონთა ლიგაში 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა. დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, რომელსაც უცვლელ წამყვან პედრო პინტუსთან ერთად, უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტი  და საფრანგეთის ნაკრების ექსმცველი მიქაელ სილვესტრი უძღვებოდნენ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“ჩელსი” (ლონდონი) – “რეალი” (მადრიდი)
“მანჩესტერ სიტი” – “ატლეტიკო” (მადრიდი)
“ვილიარეალი” – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “ლივერპული”
დღესვე გაცხადდა 1/4-ფინალის რომელი წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 1/2-ფინალში.
“მანჩესტერ სიტი” – “ატლეტიკო” (მადრიდი)/”ჩელსი” (ლონდონი) – “რეალი” (მადრიდი)
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “ლივერპული”/”ვილიარეალი” – “ბაიერნი” (მიუნხენი)
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩები 5-6 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 12-13 აპრილს.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრები 26-27 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 3-4 მაისს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს პარიზში „სტად დე ფრანსზე“ შედგება.