საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. შოთა ჭანუყვაძის გაწვრთნილი გუნდი სლოვაკეთთან 4:2 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.
მატჩის პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ნოდარ ქურცაძემ გაიტანა.
სლოვაკებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინეს – ანგარიში საბა ტყეშელაშვილის ავტოგოლით გათანაბრდა. მალევე ნომინალური მასპინძლები ფილიპ იანჩულმა დააწინაურა, ხოლო რომან რუსნაკმა სლოვაკეთის უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
32-ე წუთზე სხვაობა გიორგი გიორგაძემ შეამცირა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სლოვაკეთის ნაკრების მეკარემ, კევინ კოლარმა ცარიელ კარში გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მასპინძელ რუმინეთთან 2:3 დათმო.
სლოვაკეთი 4:2 საქართველო
მთავარი ნიუსი 19 წლამდე ფუტსალისტთა ნაკრების ევროპირველობის მიღმა დარჩა