ვაგნერი “დილაში” ითამაშებს

0
11

ვაგნერ გონსალვესი კარიერის გორის “დილაში” განაგრძგობს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ განაცხადა. წარმოშობით ბრაზილიელმა, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე შემტევმა ნახევარმცველმა გორელებთან 3-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლი ფეხბურთელი თბილისის “საბურთალოში” 2016-2017 და 2018-2020 წლებში თამაშობდა. მან საბურთალოელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი (2018) და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. ვაგნერი 2020 წელს ბათუმის “დინამოშში” გამოდიოდა. მან მიმდინარე სეზონი უკრაინის რანგით მეორე ლიგის კრივოი როგის “კრივბასში” დაიწყო, სადაც 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.