ბოსნიელთა მწვრთნელმა საქართველოსთან სპარინგისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
62

ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევვმა 25 მარტს შინ საქართველოს ნაკრებთან, ხოლო 29 მარტს ლუქსემბურგთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ბულგარელმა სპეციალისტმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეებიიბრაჰიმ შეჰიჩი (“ქონიასპორი”, თურქეთი), ნიკოლაე ვასილი (“სანკტ პაული”, გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი (“რაკოვი”, პოლონეთი), კენან პირიჩი (“გიოზთეფე”, თურქეთი).
მცველები: სინიშა სანიჩანინი (“პარტიზანი”, სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი (“ბორდო”, საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი (“მალმიო”, შვედეთი), ადნან კოვაჩევიჩი (“ფერენცვაროში”, უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკ, კვიპროსი), სეად კოლაშინაცი (“მარსელი”, საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი (“ფერენცვაროში”, უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი (“შტურმი”, ავსტრია), ამარ დედიჩი (“ვოლფსბერგერი”, ავსტრია).
ნახევარმცველები: ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი (“ქონიასპორი”, თურქეთი), სანინ პრჩიჩი (“სტრასბური”, საფრანგეთი), რადე კრუნიჩი (“მილანი”, იტალია), ამერ გოიაკი (“დინამო”, ხორვატია), გოიკო ციმიროტი (“სტანდარდი”, ბელგია), ადი ნალიჩი (“მალმიო”, შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი (“ნასიონალი”, პორტუგალია), ამარ რაჰმანოვიჩი (“ქონიასპორი”, თურქეთი), მიროსლავ სტევანოვიჩი (“სერვეტი”, შვეიცარია).
თავდამსხმელები: დინ ჯეკო (“ინტერი”, იტალია), ერმედინ დემიროვიჩი (“ფრაიბურგი”, გერმანია), სმაილ პრევლიაკი “(ეუპენი”, ბელგია), ლუკა მენალო (“დინამო”, ხორვატია).
ბოსნიელები საქართველოს ქალაქ ზენიცაში უმასპინძლებენ და მომავალი შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.