არველაძის მეორე გამარჯვება სტუმრად

0
10

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ მიმდინარე სეზონში მესამე თამაში მოიგო. ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში ჰალელები სტუმრად „ქოვენთრის“ შეხვდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.
მატჩის მე-4 წუთზე ანგარიში სმალვუდმა გახსნა, ხოლო ლონგმანმა მასპინძლების კარი მეორედ 28-ე წუთზე აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ჰალმა“ 3 ქულა აიღო.
არველაძის დანიშვნის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჰალელებმა ზედიზედ 2 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარეს. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამი თამაშიდან 2 სტუმრად მოიგო.
„ჰალს“ 41 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.