რალფ რანგნიკი: „ვიდრე „ატლეტიკო“ გოლს გაიტანა ენტონი ელანგეზე ჯარიმა იყო“

0
10

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს მიაჩნია, რომ ვიდრე „ატლეტიკოს“ გოლს გაიტანდა, მადრიდელებმა თამაშის წესი ენტონი ელანგაზე დააღვიეს, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს.
მან ამის შესსახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „ატლეტიკოსთან“ 0:1 წაგების და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ განაცხადა. ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 1:1 დასსრულდა.
„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში სათამაშო რიტმის შეგრძნება გაგვიჭირდა. სამწუხაროდ, ფეხბურთეელმა შექმნილი მომენტები ერთ ან ორ გოლად ვერ გარდასახეს. ჩვენი შანსი ვერ გამოვიყენეთ.
ვიცოდით, რომ „ატლეტიკოს“ კარგად შეუძლია თავის დაცვა, როდესაც ანგარიშის შენარჩუნება სჭირდება. მეორე ტაიმში ერთი ან ორი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქსი მეკარემ საუცხოოდ ითამაშა. ჩვენ გათავისებული გვქონდა, რომ „ატლეტიკოს“ პირველი გოლის გატანა თავად სჭირდებოდა.
ჩემი აზრით, ვიდრე „ატლეტიკო“ გოლს გაიტანა ენტონი ელანგეზე ჯარიმა იყო, მაგრამ მსაჯმა და ლაისმენამ ეს ვერ დაინახეს. თუ ამ ეპიზოდს არ გავითვალისწინებთ, საერთო ჯამში თავს კარგად ვიცავდით. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები კომპაქტურობას და ენერგიულობა ინარჩუნებდნენ ბურთით თამაშის დროს. პირველ ტაიმში გუნდს ვერაფერში დავადანაშაულებ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს The Athletic.