გიორგი შერმადინის მიჯრით მეხუთე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

0
20

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლება ჯერ კიდევ წინა ტურში მოიპოვა, მეორე ჯგუფური ეტაპის  მეხუთე ტურში კი ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში “რიტასი” 83:64 დაამარცხა.
შერმადინმა პარკეტზე შედარებით ნაკლები სათამაშო დრო, 17 წუთი გაატარა და კუნძულელებს  11 ქულა, 4 მოხსნა და დაფარება მოუპოვა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა. ორივე გუნდში საუკეთესო ფინელი უკანახაზელი სასუ სალინი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა.
“ტენერიფე” ჯგუფს 5 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებით ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტენერიფელები 23 მარტს “სტრასბურს” უმასპინძლებენ. ესპანელთა მსგავსად ფრანგებსაც მეოთხედფინალის საგზური განაღდებული აქვთ.