დიეგო სიმეონე: “დაცვიდან თამაში არ გვრცხვენოდა”

0
12

დიეგო სიმეონეს თქმით, მისი გუნდისთვის “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაცვიდან თამაში სამარცხცინო არ იყო. მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად მოგებული საპასუხო მატჩის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ბრაზილიელმა მცველმა რენარ ლოდიმ გაიტანა და გამომდინარე იქიდან, რომ მადრიდში თამაში 1:1 დასრულდა, ესპანელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
“კმაყოფილი ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, რომ ჩვენმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. არასტაბილური შედეგებისთვის თავის დაღწევა ბევრს სურს. ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით. დაცვიდან თამაში არ გვრცხვენოდა და კარგად გვესმოდა შეტევაში როგორ უნდა გვემოქმედა.
გოლი თამაშის ხასიათს არ შეესაბამებოდა, მაგრამ უფრო მეტად ვირწმუნეთ, რომ მეტოქისთსვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია. დავწინაურდით და მეორე ტაიმში საუცხოო გუნდური თამაში ვაჩვენეთ, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო, რის გამო, ძალიან კმაყოფილი ვარ. “ატლეტიკოს” ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა. ისეთი არავინ იყო, ვინც ცუდად იმუშავა” – ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს ესპანური გამოცემა Marca.