რუსეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა გამოძახებაზე უარი თქვა

0
6

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა არტიომ ძიუბამ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნაკრების წვრთნებში მონაწილეობისთვის გამოძახებაზე უარი თქვა. ამის შესახებ sports.ru იუწყება.
„უკრაინაში არსებული რთული სიტუაციის გამო მან მთხოვა, რომ შეკრებაზე არ გამოვიძახო, არტიომს უკრაინაში ბევრი ნათესავი ჰყავს“, – განაცხადა რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა.
არტიომ ძიუბა სანქტ პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ მოთამაშეცაა. მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას რუსეთის ჩემპიონატის თამაშებში, ჯერჯერობით უცნობია.
ძიუბას გარდა, შეკრებაზე გამოძახებაზე უარი „ზენიტის“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ვიაჩესლავ კარავაევმაც განაცხადა. სამწვრთნელო შტაბის ინფორმაციით, „კარავაევი ცუდ ფორმაშია და ფიზიკური ფორმის აღდგენაზე დრო ითხოვა“.