მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურში

0
19

“ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი Sofascore-მა ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ამ ტურში “ღამურები” სტუმრად “ხეტაფეს” (0:0) დაუზავდნენ.
ამასობაში მამარდაშვილის ასპარეზობას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca გამოეხმაურა და დაწერა, გიორგი ახლა საგრძნობლად უკეთ ასპარეზობს, ვიდრე როდესაც „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.
მომდევნო შეხვედრას “ვალენსია” 19 მარტს “ელჩესთან” სტუმრად ჩაატარებს.