იმობილემ ლეგენდარული პიოლას რეკორდი გააუმჯობესა

0
9

ჩირო იმობილე იტალიის სერია A-ში გატანილი გოლების რაოდენობით რომის „ლაციოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
29-ე ტურში რომაელებმა შინ „ვენეციას“ 32 წლის ფორვარდის მიერ 58-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით სძლიეს – 1:0. იმობილემ „ლაციოს“ მაისურით იტალიის ჩემპიონატში 144 გოლი მიითვალა და ლეგენდარული სილვიო პიოლას რეკორდი ერთი ბურთით გააუმჯობესა.
აქვე გეტყვით, რომ იმობილემ რომაელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში მეტოქეთა კარი 176-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში ასევე საუკეთესოა.