ერიკ ტენ ჰაგი: „თუ ჩვენს თამაშს ცოტა გავაუმჯობესებთ, მეტოქეს დავამარცხებთ“

0
13

ერიკ ტენ ჰაგს მიაჩნია, რომ თუ „აიაქსი“ ცოტა უკეთესად ითამაშებს, ვიდრე ეს ლისაბონში მოახერხა, მაშინ ნიდერლანდელები „ბენფიკას“ ბარიერს გადალახავენ. ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „იოჰან კრუიფზე“ პორტუგალიელებთან გასამართ საპასუხო მატჩამდე ისაუბრა. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ლისაბონში 2:2 დასრულდა.
„გატანილი გოლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ჩემპიონთა ლიგაში ეს სეზონში ჩვენთვის უკვე წარმატებულია, მაგრამ როგორც სპორტსმენს უფრო მეტი მსურს. ჩვენ ყველაზე მთავარ გამოცდას შევეჯახეთ. „აიაქსს“ რაც შესაძლოა შორს წასვლა უნდა, მაგრამ ახლა მთავარი „ბენფიკას“ დამარცხებაა.
პირველი იანვრიდან „აიაქსი“ ერედივიზიონში ყველაზე შედეგიანი გუნდია. ჩემი შეგირდები თასზე „ალკმაართან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში დომინირებდნენ და ასევე გასვლაზე „ბენფიკასთან“ შეხვედრაში კარი შედეგი აჩვენეს. თუ ჩვენს თამაშს ცოტა გავაუმჯობესებთ, დარწმუნებული ვარ მეტოქეს დავამარცხებთ“ – ციტირებს ნიდერლანდელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.