ბენზემა საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

0
10

ქარიმ ბენზემა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „მალიორკა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ბენზემამ დუბლი შეასრულა. მან კარიერის განმავლობაში საერთო ჯამში 413 გოლი გაიტანა და ლეგენდარულ ტიერი ანრის გაასწრო, რომლის ანგარიშზე 411 ბურთია.
34 წლის ბენზემამ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში 32 გოლი მიითვალა. მან იმავე შედეგი მადრიდელთა შემადგენლობაში 2011-2012 წლების სეზონში აჩვენა. ბენზემა ესპანურ გრანდში 2009 წლიდან გამოდის.