ვოლკოვმა ვერც ამჯერად გაიტანა

0
11

დავით ვოლკოვმა გოლი ვერც აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის დასკვნით მატჩში „გაბალასთან“ მოახერხა. „ზირემ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის გაბალაში გამართულ დაპირისპირებაში ქულა აიღო – 0:0. ვოლკოვმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.
26 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, მან 2022 წელს ჩემპიონატში ჩატარებულ ოთხ და თასზე გაამრთულ ორი შეხვედრაში თავი ვერცერთხელ გამოიჩინა. „ზირე“ 35 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 8 ქულით ჩამორჩება.