რალფ რანგნიკი: „თუ ისევ ვითამაშებთ როგორც „ტოტენჰემთან“ გავიმარჯვებთ“

0
7

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს სჯერა, რომ თუ მისი გუნდი „ატლეტიკოსთან“ ისე ითამაშებს, როგორც ეს ლონდონის „ტოტენჰემთან“ შეძლო, მაშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მოხვდება. მან ამის შესახებ ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მანჩესტერში გასამართ შეხვედრამდე განაცხადა. პირველი თამაში მადრიდში 1:1 დასრულდა.
„ატლეტიკო“ წინააღმდეგი არაა, რომ მეტოქე ბურთს ფლობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბურთი არ გავუშვათ. რა თქმა უნდა, პირველი გოლის გატანას უნდა ვეცადოთ.
კითხვას თუ რამდენად მტკივნეული იქნება მარცხი? კითხვით ვუპასუხებ – რამდენად სასიამოვნო ხვალ მოგება? ჩვენ ფანტასტიკური შანსი გვაქვს საუკეთესო 8 გუნდში მოვხდეთ. თუ ისევ ვითამაშებთ როგორც „ტოტენჰემთან“, მხოლოდ 20 პროცენტით უკეთესად დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ.
ბრუნუ ფერნანდეშმა გუშინ კოვიდზე უარყოფითი ტესტი ჩააბარა და დღეს ვარჯიში განაახლა. დღევანდელი მდგომარეობით ყველა ფეხბურთელი მომავალი მატჩისთვის მზადაა. მცირე კითხვები არსებობს ლიუკ შოუსთან დაკავშირებით. ამიტომ, სიტუაციას თვალი უნდა მივადევნოთ. სხვა მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა“ – იუწყება ინგლისური მედია გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს.