მიქაუტაძის გუნდმა ხანგრძლივი უიღბლო სერია შეწყვიტა

0
4

„სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ 6 მატჩიანი (ფრე და 5 წაგება) მოუგებელი სერია შეწყვიტა. 31-ე ტურში სერენელები სტუმრად ლიეჟის „სტანდარდს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ბერნიემ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.
„სერენს“ 26 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში აგდამის „ყარაბაღმა“ გასვლაზე „საბაჰს“ 1:0 სძლია. ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა აგდამელთა შემადგენლობაში ისევ შეუცვლელად ითამაშა. „ყარაბაღი“ 43 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.