კვარაცხელიას პირველი გოლი მიმდინარე წელს

0
6

ხვიჩა კვარაცხელის მიმდინარე წელს რუსეთის პრემიერ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 24-ე ტურში ყაზანის “რუბინი”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის შინ “როსტოვს” შეხვდა და 1:2 წააგო.
სტუმრებიან მე-12 წუთზე ანგარიში პოლოზმა გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე როსტოველმა ბეგიჩმა გოლი თავის კარში გაიტანა. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 77-ე წუთზე აიღო – მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი პირდაპირ კარში ზუსტად გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ყაზანელები ბელარუსი ფორვარდის ლისაკოვიჩის მე-19 წუთზე გაძევების შემდეგ კაცნაკლულნი თამაშობდნენ. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 თამაშში 2 გოლი გაიტანა. “რუბინს” 25 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.