„დინამო“ – „დილას“ დაპირისპირება გადაიდო

0
9

საქართველოს საფხბურთო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში კიდევ ერთი მატჩი გადაიდო.
დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიოდა.
შეხვედრის დაწყებამდე მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა თავის ასისტენტებთან ერთად დათოვლილი მინდორი დაათვალიერა და თამაშის გადადება გადაწყვიტა.
გუშინ, ქუთაისში ადგილობრივი „ტორპედოს“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა ასევე დიდთოვლობის გამო არ შედგა.