რონალდუს 807 გოლი – პორტუგალიელი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა

0
13

კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „ტოტენჰემი“ მიიღო და 3:2 გაიმარჯვა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, ხოლო ჰარი კეინმა პენალტიდან 35-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 38-ე წუთზე რონალდუმ მანჩესტერელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ 72-ე წუთზე ჰარი მაგუაიერმა ავტოგოლი მიითვალა – 2:2. რონალდუმ „ტოტენჰემის“ კარი კიდევ ერთხელ 81-ე წუთზე აიღო და „იუნაიტედის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. მან კარიერაში 59-ე ჰეთ-თრიქი (49 საკლუბო დონეზე) მიითვალა.
რონალდუმ კარიერის განმავლობაში როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ გუნდში ჩატარებულ შეხვედრებში 807 გოლი გაიტანა. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (RSSSF)-ის ინფორმაციით, ეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მან ავსტრიელი იოზეფ ბიცანის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზე 805 გოლია.
რონალდუმ “მანჩესტერში” დაბრუნების შემდეგ პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა. მან ეს 37 წლისა და 25 დღის ასაკში მოახერხა. მასზე უფროსი ვისაც პრემიერ ლიგაში ერთ მატჩში სამი გოლი გაუტანია, მხოლოდ ტედი შერინგემია (37 წლისა და 147 დღის) – 2003 წლის აგვისტოში.
რონალდუ პრემიერ ლიგაში გატანილი 12 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მას ზედიზედ 16 სეზონია იმ ქვეყნების ჩემპიონატებში სადაც უთამაშია 10 ან მეტი გოლი გააქვს.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგაში შინ 400 მატჩი პირველმა მოიგო და 572 შეხვედრაში მოახერხა.