ქვილითაიას კაპიტნობით აპოელმა სტუმრად მოიგო

0
9

ნიქოზიას აპოელმა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო. აპოელი სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 43-ე წუთზე ფარაჯის მიერ გატანილი გოლით მოიგეს. 62-ე წუთზე საბალამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 88-ე წუთზე მალიცას გაძევების შემდეგ აპოელი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე კარომ გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი ქვილითაიამ აპოელს ისევ უკაპიტნა და შეუცვლელად ითამაშა. ოქრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. ბუბა დაუშვილი ტრავმირებული და სეზონი ნაადრევად დაასრულა. აპოელი 43 ქულით ზედა ექვსეულში მე-2 ადგილზეა და ლიდერ “აპოლონს” 5 ქულით ჩამორჩება.