ნიკა გაგნიძემ “დილასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

0
4

ნიკა გაგნიძემ გორის “დილასთან” ახალი კონტრაქტი დადო. ამ ინფორმაციას გორელთა პრესსამსახური ადასტურებს, მაგრამ რა ვადით გააფორმა გუნდის კაპიტანმა კონტრაქტი დაზუსტებული არაა.
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ახალი ხელშეკრულების დადების პროცესს ფეხბურთელის აგენტი ირაკლი ლილუაშვილი და “დილას” სპორტული დირექტორი ვანო თარხნიშვილი დაესწრნენ.
20 წლის გაგნიძე “დილაში” 2018 წლიდან გამოდის და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 59 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მისთვის ყველაზე შედეგიანი გასული სეზონი იყო, როდესაც მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.