კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი მატჩი გადადებულია

0
4

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. დღეს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე შევარდენი 1906 დინამო ზუგდიდს მასპინძლობდა, ხოლო გლდანის საფეხბურთო ცენტრში ვიტ ჯორჯიასა და სპაერის მატჩი უნდა გამართულიყო.
ნალექიანობის გამო გადაიდო გარეჯისა და რუსთავის ხვალ გასამართი მატჩიც, ასევე თბილისის და მარტვილის მერანების მატჩი სპაერის სტადიონზე.