ბეგლარიშვილის მესამე გოლი სამ მატჩში

0
3

ესტონეთის უმაღლეს ლიგაში მესამე ტური გაიმართა და ზაქარია ბეგლარიშვილმა თავის ანგარიშზე ზედიზედ მესამე გოლი ჩაიწერა. ტალინის „ლევადიამ“ „ლეგიონს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა, ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-17 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა. ის 59-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა მეორე გოლიც თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს 86-ე წუთზე. სამიდან სამი მოგების შემდეგ მოქმედ ჩემპიონ „ლევადიას“ 9 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში “კრაკოვიამ” “პოგონი” მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე არ იყო. “კრაკოვია” 32 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა.