არაბიძემ „ტორპედოში“ თამაშის უფლება მიიღო

0
6

გიორგი არაბიძე, რომელიც „ტორპედოს“ განვლილ სამ ტურში ვერ დაეხმარა, დღეს ქუთაისელთა რიგებში ითამაშებს. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:
„გიორგი არაბიძის ირგვლივ არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილია. ჩვენი ახალწვეული მომდევევნო თამაშებში შეძლებს კლუბის დახმარებას!“.
„ტორპედომ“ ახალი სეზონის წინ არაბიძე პორტუგალიის „ნასიონალიდან“ გამოისყიდა, მაგრამ სათანადო საბუთების საქართველოში დაგვიანებით ჩამოსვლის გამო, 24 წლის ფეხბურთელმა განვლილ შეხვედრებში „ტორპედოში“ ვერ ითამაშა.