ზივზივაძის მეხუთე გოლი „უიპეშტში“

0
7

ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტის“ მაისურით გოლი ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „უიპეშტი“ სტუმრად „დებრეცენს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგნელობაში იყო და მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანტონოვმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გაიტანეს. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან „უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში თავდამსხმელი გიორგი ბერიძე იყო, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტს“ 30 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “შკუპიმ” “რაბოტნიჩკი” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მცველი გაგი მარგველაშვილი იყო, რომელმაც 59-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ეზე მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს. სტუმართა სასტარტოში ნახევარმცველი გიორგ კუცია იყო, რომელიც 26-ე წუთზე გააფრთხილეს, 89-ეზე კი შეცვალეს. “შკუპი” 55 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.