ლობჟანიძის მეშვიდე გოლი თურქეთის სუპერლიგაში

0
4

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში მე-7 გოლი გაიტანა. 29-ე ტურში „ჰათაისფორი“, სადაც საქართველოს ნაკრების გარემარბი გამოდის, სახლში „ქარაგიუმრუქს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე ელ კააბიმ სტუმრების კარი მეორედ აიღო, ხოლო 58-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა. ლობჟანიძემ ამ სეზონში 7 ბურთი გატანის გარდა, 8 საგოლე პასი გააკეთა. „ქარაგიუმრუქის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ვატო არველაძეს. „ჰათაისფორი“ 46 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.