არველაძის მეორე ფრე ჩემპიონშიფში

0
6

შოთა არველაძის დანიშვნის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონშიფში ფრედ მეორე მატჩი დაასრულა. 37-ე ტურში ჰალელები სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობე; „ბირმინგემ სიტის“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 0:0:
„ჰალს“ 38 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-20 ადგილზეა. შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდი 16 მარტს სტუმრად „ქოვენთრის“ დაუპირისპირდება.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში “კეშლამ”, სადაც მერაბ გიგაური გამოდის სტუმრად “საბაჰი” 3:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. “კეშლა” 18 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.