ოფიციალურად: გაგნიძემ და წულუკიძემ „ურალთან“ კონტრაქტი შეაჩერეს

0
4

საფეხბურთო კლუბმა ეკატერინბურგის „ურალმა“ და ქართველმა ფეხბურთელებმა ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოქმედი კონტრაქტები შეაჩერეს. ეს მოთამაშეების თხოვნის გამო, მას შემდეგ მოხდა, რაც ფიფამ რუსეთში მოასპარეზე ფეხბურთელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება მისცა. ეს ნორმა 30 ივნისამდე მოქმედებს.
გაგნიძე მიმდინარე სეზონის წინ „ურალში“ მოსკოვის „დინამომ“ გაანათხოვრა და მან 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო წულუკიძემ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზამთარში დადო.