“ტორპედო”: ” რადიკალური საკადრო ცვლილებისგან თავს ვიკავებთ”

0
12
საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ხელმძღვანელები ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. მათ ქუთაისელი ფანების ნაწილის მოთხოვნას გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გია ცეცაძის დათხოვნის შესახებ ოფიციალური განცხადებით უპასუხე.
“საფეხბურთო კლუბ, ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელები მიზანშეწონილად მიიჩნევენ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და მოსაზრება, ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო, გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.
“ტორპედოს” ერთგული გულშემატკივარი, გუნდისგან ყოველთვის მაღალი თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. მიგვაჩნია, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა საუკეთესო გამოსავალი არ იქნება ცვლილებები.
დღეს, „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელებით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდით დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ”- ნათქვამია “ტორპედოს” განცხადებაში.