„სპორტინგის“ ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

0
12

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტისა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის, 89-ე წუთზე პორტუგალიელთა რიგებში შეცვლაზე ფორვარდი როდრიგუ რიბეირუ შევიდა.
16 წლისა და 315 დღის ასაკში რიბეირუ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ოდესმე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უთამაშია. ასევე, ის პირველი ვინც ეს მანამდე მოახერხა ვიდრე 17 წლის გახდებოდა.
თუმცა, რიბეირუ ყველაზე ახალგაზრდა არაა მათ შორის ვისაც ტურნირში მისი არსებობის მანძილზე უთამაშია. 2020 წელს იუსუფ მუკოკოს დორტმუნდის „ბორუსიას“ შემადგენლობაში ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი 16 წლის და 18 დღის ასაკში ჰქონდა.
მიმდინარე სეზონში რიბეირუმ „სპორტინგის“ 23-წლამდელთა გუნდში 10-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს.