საქართველოს ქალთა თასის ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს

0
3

საქართველოს ქალთა თასის გადადებული, 2021 წლის სეზონის ფინალური მატჩის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.
გადამწყვეტ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 26 მარტს უმასპინძლებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ლანჩხუთი და ხობის კოლხეთი შეხვდებიან.
საქართველოს ქალთა თასის ფინალურ მატჩზე დასწრება თავისუფალია.