საქართველო მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს!

0
12

საქართველოს  სარაგბო ნაკრები მეთხუთმეტე გუნდია, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. მსოფლიო რაგბმა რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების საკუთარი რიგებიდან გარიცხვის შემდეგ, მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის მდგომარეობა განიხილა. რუსეთს 2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული შედეგები შეუნარჩუნდა, საქართველოსთან, პორტუგალიასთან და ნიდერლანდებთან გასამართ მატჩებში კი წაგება ჩაეთვალა. შედეგად, სამივე გუნდმა ოთხ-ოთხი ქულა მიიღო, ბორჯღალოსნებს 35 ქულა მოუგროვდათ და ევროპის ორ მოწინავე გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრეს.
რუმინეთთან და ესპანეთთან თუნდაც ერთი ქულის აღების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები პირველ ადგილს საბოლოოდ გაიფორმებენ და საფრანგეთში G ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის გამარჯვებულთან ერთად მოხვდებიან.
შეხსენებისთვის, საქართველო რუმინეთს 12 მარტს ბუქარესტში შეხვდება.