პოჩეტინო: „რა სირცხვილია! წარმოუდგენელია, რომ 2022 წელს მსგავსი რამ ხდება“

0
12

მაურისიო პოჩეტინოს მიაჩნია, რომ „რეალის“ მიერ გატანილი პირველი გოლის დროს ქარიმ ბენზემა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას ეუხეშა და მსაჯს წესის დარღვევა უნდა დაეფიქსირებინა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგია 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „რეალთან“ 1:3 წაგების და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ ისაუბრა.
„რა სირცხვილია!. დონარუმაზე წესის დარღვევა იყო. ასეთ უხეშ შეცდომაზე გაჩერება შეუძლებელია. წარმოუდგენელია, რომ 2022 წელს მსგავსი რამ ხდება. დაუჯერებელია, რომ VAR-მა დონარუმას წინააღმდეგ ჯარიმა არ დააფიქსირა. ჩემი აზრით ბენზემამ თამაშის  წესი აშკარად დაარღვია. ყველა გამეორებაზე ჩანს, რომ ეს ჯარიმაა. არ ვიცი იმ მომენტში VAR-ს რატომ არ მიმართეს. ასეთ გოლს როდესაც უშვებ, როგორიც ჩვენ გაგვიტანეს. თამაში და სტადიონზე განწყობა იცვლება. ფანებმა აიძულეს თავისი გუნდი წინ წასულიყო და ყველაფერი შეიცვალა, ამ 10 წუთმა დაპირისპირების ბედი გადაწყვუტა. ორივე მატჩში უკეთესი გუნდი ვიყავით. ფეხბურთის არსი ისაა თუ როგორ გამოიყენებენ საგოლე მომენტებს. მართლაც, ჩვენ ცოტა „ჩავვარდით“. ამის ახსნა რთულია.
ჩემს მომავალზე ახლა ვერ ვისაუბრებთ. ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. გონს უნდა მოვიდეთ, რადგან ახლა ჩვენთვის რთული მომენტია“- ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს RMC Sport.