პეპ გვარდიოლა: „იმ ადამიანებს ვეკუთვნი, რომლებიც დროულად მომენტით ტკბობას სწავლობენ“

0
17

პეპ გვარდიოლა იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც დროულად მომენტით ტკბობას სწავლობენ „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ ლისაბონის „სპორტინგთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის მერე გაანცხადა. ინგლისელებმა პირველი შეხვედრაშ პორტუგალიაში 5:0 მოიგეს და 1/4-ფინალში არიან.
„ბოლო 10 წლის მანძილზე კლუბი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა. ბევრი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდით და 1/8-ფინალში ვხვდებოდით. ახლა კიდევ ერთხელ მოვხვდით ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის.
იმ ადამიანებს ვეკუთვნი, რომლებიც დროულად მომენტით ტკბობას სწავლობენ. როდესაც მეოთხედფინალში გავდივარ ეს მახარებს. როცა 1/8-ფინალში ვხვდები ვიცი ეს რა რთულია. სატურნირო ბადეში რაც უფრო წინ მივიწევთ, მეტოქეებიც გაცილებით რთული გვხვდებიან.
დადგა დრო ყველას მივულოცო და კონცენტრაცია პრემიერ ლიგაზე მოვახდინოთ, ხოლო მომდევნო კვირაში კენჭისყრის შედეგს გავიგებთ“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.