“დინამო” თანხას უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხავს

0
7
დინამო თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას 14 მარტს 20:00 საათზე გორის დილას წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ონლაინ – TKT.ge-ზე. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, 14 მარტს 12:00 საათიდან დინამო არენას სალაროებში მოხდება. დინამო – დილას დაპირისპირების ყველა ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.
ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხასთან ერთად, აღნიშნულ სოციალურ აქტივობაში ახლადშექმნილი კაპიტნის ფონდიც ჩაერთვება და უკრაინის დასახმარებლად დამატებით სახსრებს უზრუნველყოფს.