დიდმა ბრიტანეთმა აბრამოვიჩს სანქცია დაუწესა – „ჩელსის“ გაყიდვა დაიბლოკა

0
10

დიდმა ბრიტანეთმა ლონდონის „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩს სანქცია დაუწესა და მის ტერიტორიაზე არსებული რუსი ოლიგარქის აქტივები გაყინა. ეს სანქცია აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ გაყიდვას ბლოკავს. ამის მიუხედავად, კლუბმა სპეციალური ლიცენზია მიიღო, რომ საფეხბურთო საქმიანობა განაგრძოს.
აბრამოვიჩმა 2 მარტს განაცხადა, რომ „ჩელსის“ ყიდის. მან რამდენიმე შეთავაზება მიიღო, რომლებმაც არ დააკმაყოფილა, რადგან ლონდონური კლუბის სანაცვლოდ 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მიღება სურს.