ქვილითაიამ აპოელს თასზე „ანორთოსისთან“ მოაგებინა

0
7

გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით მიმდინარე სეზონში კვიპროსში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. თასის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში აპოელი შინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
მატჩის პირველ წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ესელინკმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი ამბარცუმიანმა გაიტანა. 52-ე წუთზე ქვილითაიამ, რომელსაც კაპიტნის სამკლავური ეკეთა გამარჯვების გოლი გაიტანა, რის შემდეგ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატა, რომელიც რუს ოკუპანტებს ებრძვის. მან მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 66-ეზე შეცვალეს. ქვილითაიას მსგავსად მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი იყო, რომელმაც მოედანი 77-ე წუთზე დატოვა. ბუბა დაუშვილი საოპერაციო და ამ სეზონში ნიქოზიელებს ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ სამიბე გასულ სეზონში ქეცბაიას გუნდში გამოდიოდა. „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას არ უთამაშია. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 6 აპრილს შედგება.