მამუკელაშვილის 8 ქულა “ოკლაჰომასთან”

0
11

სამკვირიანი პაუზის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში გამოჩნდა და “მილუოკი ბაქსს” “ოკლაჰომას” დამარცხებაში დაეხმარა.
“მილუოკიმ” დასაწყისშივე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით გაიმარჯვა – 142:115.
რაც შეეხება სტუმართა 22 წლის ქართველ ფორვარდს, მამუკელაშვილი მოედანზე პირველ და ბოლო მეოთხედში გავიდა, ჯამში პარკეტზე 08:54 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულითა და 4 მოხსნით დაეხმარა. მამუკელაშვილმა უნაკლოდ ისროლა – 2-ჯერ პერიმეტრიდან და 2-ჯერ საჯარიმოდან, კიდევ 2-ჯერ დაჯარიმდა.
მოედანზე საუკეთესო “მილუოკი ბაქსის” ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც თამაში 39 ქულითა და 7-7 მოხსნითა და პასით დაარულა. გამარჯვებულთა შორის 25 ქულით კრის მიდლტონი გამოირჩა, ორმაგი დუბლით კი ბობი პორტისი გამოირჩა – 18 ქულა, 14 მოხსნა. ოკლაჰომას 33 ქულით, 14 პასითა და 8 მოხსნით შეი გილჯეს-ალეკსანდერმა ულიდერა.
“მილოუკი ბაქსმა” ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო და 41-25 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მარტს, შინ “ატლანტა ჰოუკსთან” ჩაატარებს.