“გაგრამ” ზედიზედ მეორედ მოიგო – ვაწაძის პირველი დუბლი დაბრუნების შემდეგ

0
5

“გაგრამ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. მე-3 ტურში გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდა და მათე ვაწაძის წყალობით გაიმარჯვა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი დუბლი მიითვალა.
მან ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, როდესაც სტუმართა კონტრშეტევის დროს ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და ცენტრისკენ შეწეულმა საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაგრელთა ფორვარდის დარტყმის დროს ბურთი ოდნავ მის თანაგუნდელ თემურ შონიას შეეხო.
26-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ხოსიტაშვილმა ჩააწოდა და ვაწაძემ მას მერე რაც სამურკასოვს საჰაერო ორთაბრძოლაში აჯობა, თავით გაიტანა. სხვათა შორის, 33 წლის თავდამსხმელი “გაგრას” სასტარტოში ამ სეზონში პირველად მოხვდა.