ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

0
6

კარიერის პირადსარეკორდო 20 ქულის შემდეგ, გოგა ბითაძემ “კლივლენდთანაც” შედეგიანად ითამაშა, თუმცა რეკორდამდე არ მისულა. “ინდიანა პეისერზმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი იცავს, “კლივლენდ კავალიერზს” უმასპინძლა და სეზონში 45-ე მარცხი იწვნია – 124:127.
ბითაძე სასტარტოში არ ყოფილა. მან მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მას ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა, ისე კი, საკუთარ გუნდში მოხსნების მხრივ საუკეთესო იყო.
22 მოგება და 45 მარცხი ძალიან ცუდი შედეგია “ინდიანასთვის” საიმისოდ, რომ პლეი ოფში გავიდეს. მორიგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 13 მარტს, სტუმრად “სან ანტონიოსთან” აქვს.