ზივზივაძის ზედიზედ მესამე სიმბოლური

0
6

ბუდუ ზივზივაძე csakfoci.hu-ს ვერსიით უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ მოხვდა.
უნგრეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „უიპეშტმა“ „პუშკაშ აკადემია“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები მარცხდებობდნენ, ანგარიში გაათანაბრა – ბურთი მეტოქის საჯარიმოს წინ მიიღო, ერთი მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა. უიპეშტელებიდან მეორე გოლი 72-ე წუთზე პაულიევიჩმა ზივზივაძის პასით გაიტანა.
„ქართველი თავდამსხმელი ფეხბურთს „ბომბივით“ თამაშობს. მან „უიპეშტში“ ჩატარებულ მე-3 მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა – 19 მეტრიდან მარჯვენა კუთხეში გაიტანა. ამის შემდეგ, ის კვლავ აქტიურობდა, თანაგუნდელებს ბურთს კარგად აძლევდა და პაულიევიჩს საგოლე პასი გაუკეთა“ – იუწყება csakfoci.hu ქართველი ფეხბუთელის შესახებ.