„საბურთალომ“ „ტორპედოსთან“ მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტა

0
12

თბილისის „საბურთალომ“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლეს, რომელსაც გია ცეცაძე თავკაცობს და 2 უპასუსო ბურთი გაუტანეს.
„საბურთალომ“ ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა, როდესაც ირაკლი სიხარულიძის პასის შემდეგ, იური ტაბატაძემ საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით დაარტყა და როინ კვასკვაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.
41-ე წუთზე, ტაბატაძე მეტოქის კარს ისევ დაემუქრა და კვასხვაძეს ბურთი ხელებიდან გაუვარდა, ხოლო სიხარულიძემ ახლო მანძილიდან „საბურთალოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
მატჩის მიწურულს „ტორპედოს“ ერთი ბურთის გაქვითვის შანსი ჰქონდა, მაგრამ მათე ცინცაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი მასპინძლების კარს მცირე მანძილით აცდა.
„საბურთალო“ 6 ქულით მე-3 პოზიციაზეა, ხოლო „ტორპედო“ ერთი მოგებით მე-8 პოზიციაზეა.
აქვე გეტყვით, რომ “საბურთალო” – “ტორპედოს” მატჩში ერთ-ერთი გვერდითი მსაჯი ხათუნა მაოსურაძე იყო, რაც 8 მარტს სიმბოლურია.