ჰარი კეინმა პრემიერ ლიგაში გოლებით ანრის გაასწრო

0
9

ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ევერტონი“ მიიღო და 5:0 გაანადგურა. მასპინძელთა შემადგენლობაში 2 გოლი ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გაიტანა. 28 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში თავის ანგარიშზე 176 ბურთი გაიტანა.
კეინმა გოლების რაოდენობით ლონდონის „არსენალის“ ფრანგ ფორვარდ ტიერი ანრის (175) გაასწრო. დღესდღეობით, ის ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში ალან შირერს (260), უეინ რუნის (208), ენდი კოულს (187), სერხიო აგუეროს (184) და ფრენკ ლამპარდს (177) ჩამორჩება.