საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, მალტაზე, ტა ქალის ცენტენარი სტედიუმზე მასპინძელი ქვეყნის გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.
მეორე ტესტ-მატჩში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან გოლი ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა, რომელმაც გივი ხაჩიძეს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
მალტა – საქართველო 2:1 (0:1)
8 მარტი. ტა ქალი. „ცენტენარი სთედიუმი“.
საქართველო: კურტანიძე, გობეშია, ნარიმანიძე, ჩიხაძე (ბასილაძე, 84), მაღრაძე (ტაბატაძე, 45), ხარჩილავა, ლორთქიფანიძე, ნინიძე (ცეცხლაძე, 65), ხაჩიძე (გადილია, 45), რობაქიძე, ფარცვანია (პარკაძე, 45).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.
გოლები: 0:1 ნინიძე (38, პენ.), 1:1 კარუანა (70, პენ.), 2:1 კარუანა (85).
გაფრთხილება: ტაბატაძე (85)
განვლილი მატჩით, 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდამდე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების სერია დასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს. ელიტ რაუნდის ჯგუფის მატჩებს – 23, 26 და 29 მარტს შოტლანდია უმასპინძლებს.
U17 | ელიტ რაუნდი
23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი
მთავარი ნიუსი 17-წლამდელებმა მალტასთან მეორე სპარინგიც წააგეს